თეგებით ძიება

„მიყვარხართ“ - მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საქართველოში კონცერტს აანონსებს.

„მიყვარხართ... მაგრამ კოლექტიურ აზროვნებაში მე თქვენ ვერ გამოგყვებით. თქვენ სხვა შემთხვევასთან გაქვთ საქმე. დამიჯერეთ და აქ არ ჭრის დაკოპირებული კომენტარები... სადღაც პოსტებში ამოკითხული პროპაგანდისტული „მეგის გაშავება“ თემები... რაც უფრო გამაშავებთ, მე მეტად მადლიერი ვიქნები ღვთისა (ეს სიტყვები ეხება მათ, ვისაც ეხება) ამ მუსიკას, ამ სიტყვებს, ლექსებს და ხმას, ამ ენერგიას ისტორიაში დარჩენა უწერია. თქვენ საქმე გაქვთ საერთოდ ახალ და ძლიერ შემოქმედებასთან, რომელსაც სამყაროს ნებისმიერ წერტილში მიეცემა განვითარება, სადაც და როცა საჭიროდ ჩავთვლი... გიმეორებთ, მიყვარხართ, მაგრამ ფანატიზმში ვერ გამოგყვებით... ჩემი მსმენელისათვის კი კარგი ამბავი მაქვს, მალე ელოდეთ ანონსს საქართველოში კონცერტის შესახებ. ვისაც რაიმე კითხვები გექნებათ, კონცერტის დღეს პირადად შეგხვდებით და პირისპირ ვისაუბრებთ“, - წერს მომღერალი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა