თეგებით ძიება

1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება

2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 200 ლარი გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარება შეეხება ოჯახებს, რომელთა ქულა 120 ათასამდეა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის ქულა 120 ათას არ აღემატებოდა 150-ლარიან დახმარებას იღებდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

წყარო: „პრაიმტაიმი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა