მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ, ნიკოლოზ გუგეშაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა.
ცნობისთვის, მიშა მშვილდაძეს ბრალდებული 27 ივნისს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.