„პრემიერის ამ ფრაზით, ლაზარე პოლიტპატიმარია“ - თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერის განცხადებას ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისის შესახებ.
"ლაზარეს ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან" - პრემიერი
პროკურატურა, შსს და სასამართლო კიდევ ერთხელ მოკლა პრემიერმა.
პრემიერის ამ ფრაზით, ლაზარე პოლიტპატიმარია.
და კიდევ ერთი - თუ პრემიერი ადრე ამბობდა, რომ ლაზარემ დაწვა პოლიციელი, დღეს განაცხადა - მცდელობა ჰქონდა პოლიციის დაწვისო. მცდელობაო და არა დაწვაო, პოლიციის და არა პოლიციელისო!“ - წერს კეშელავა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, მარტის აქციების საქმეზე დაკავებულ, ლაზარე გრიგორიადისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არ დაუშვებს ქაოსს და ანარქიას.