თეგებით ძიება

პრემიერს დღეს ჰქონდა მარტო „ნაცების“ გინების პროგრამა - იაგო ხვიჩია

„გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ პრემიერი დღეს მხოლოდ „ნაციონალებზე“ ლაპარაკობდა.

„პარლამენტში ჩვენ კონსტრუქციულ ფორმატში ვიყავით, „ნაცები" არ იყვნენ და გამოვიდა ისე, რომ პრემიერს ჰქონდა მარტო ერთი პროგრამა, „ნაცების" გინების პროგრამა, ნებისმიერი თემიდან ამისკენ გადადიოდა. უცებ აღმოჩნდა, რომ „ნაცები" არ იყვნენ და სკამებს აგინებდა.

ჩემდა გასაკვირად „ნაცებმა" დღეს ძალიან ცოტა იჩხუბეს, მერე წავიდნენ. პრემიერ მოვიდა, იწყებს ლანძღვა-გინების კორიანტელს. რამდენიმე ადამიანი ვისხედით იქ და არ გვეხებოდა ეს საუბარი, მაგრამ ჩვენკენ იხედებოდა პრემიერი, რადგან მეორე მხარეს ხელისუფლება იჯდა. არ არსებობდა გეგმა „ბ", რომელიც იმ დროისთვის იმუშავებდა, როცა „ნაცები" არ არიან დარბაზში. ამიტომაც ვამბობთ, რომ პოლიტიკაშიც ამ თვალსაზრისით „ნაცები" პრობლემები არიან, ჯობია დაშლილები იყვნენ. დღეს პრემიერს გამოუვიდა არაადეკვატური გამოსვლა, გინება იმ ხალხის, ვინც იქ საერთოდ არ იყო და მათი გინება საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. „თქვენ ამას შვრებოდით, იმას შვრებოდით" და არცერთი არ ზის იქ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, მომავალ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლება თავდაცვის კოდექსის ძალადობრივად გატანას აპირებს.

„შემდეგ კვირას „ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში ყოფნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როგორც კულუარულად გვეუბნებიან, თავდაცვის კოდექსი გააქვთ განსახილველად, ფიქრობენ, რომ დანიშნონ რიგგარეშე სხდომები და სასწრაფო წესით, ძალადობრივად გაიტანონ თავდაცვის კოდექსი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა