მდინარე მტკვარში 14 წლის მოზარდს ეძებენ
რუსთავში, მდინარე მტკვარში მეოთხე დღეა 14 წლის ბიჭს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა წყალში ბავშვის გაუჩინარების წერტილიდან, დაახლოებით, 18-კილომეტრიანი პერიმეტრი სხვადასხვა საშუალებით შეამოწმეს.
სამძებრო ღონისძიებები ჩატარდა ხიდის მიმდებარედ არსებული დამბის არეალშიც.
შეგახსენებთ, 28 ივნისს, რუსთავის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში მოზარდები საბანაოდ შევდინენ. ერთ-ეღტი მათგანი წყლის დინებამ გაიტაცა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.