თეგებით ძიება

“იცით, რატომ აღარ მსურს ჯერ რომ მოვკვდე?..“ - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

“იცით, რატომ აღარ მსურს ჯერ რომ მოვკვდე? არ მინდა, ჩემს ძაღლს ეგონოს, რომ წავედი და მივატოვე. ჭიშკართან იწვეს, ყველა მანქანის ჩამოვლაზე თავს ოდნავ წევდეს, თვალს აყოლებდეს მოწყენილი და გაკვირვებული, რომ უკვე ათი დღე გავიდა, ოციც, ორმოცი და არცერთი მანქანა არ აჩერებს.

მაგრამ არც მისი სიკვდილი მინდა ვნახო. გახსოვთ, როგორ კვდებიან ძაღლები? როგორ უცნაურად: სადღაც მივარდნილ, მოფარებულ კუთხეს პოულობენ, თითქოს პატრონს ებოდიშებიან და რცხვენიათ – არ უნდათ დაენახონ: რახან აღმოჩნდა რაღაც ისეთი დიდი და საშინელი – მეგობრის გამოც რომ ვერ გაუძლეს და დანებდნენ.

ასე მგონია: ადამიანი, რომელიც ცხოველს ქუჩაში ტოვებს, საკუთარ თავში მხეცს ეპატიჟება.

ამას ვფიქრობდი ახლა, დილის ექვსიდან მოყოლებული საქმეების დოლაბმობმული – დაღლის მიღმა ვარ გადასული და ძილსაც ვერ ვცდილობ.

თქვენ კი მშვიდ ღამეს გისურვებთ ყველას”, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა