თეგებით ძიება

ამდენი გოგო რომაა ჩემ ირგვლივ, ბიჭები მწერენ, დაგვიტოვე გოგოები ჩვენც, ძმაოო, ჩემი შურთ - რას ამბობს რეზი ქირია?

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, რეზი ქირია გადაცემა "ვიზიტორს" სრუმრობდა, სადაც თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მისი ბევრ ბიჭს შურს.

"ბევრს შურს ჩემი, ჩემს ჩაცმულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, საიდან აქვს ამდენი ფულიო, ოქროები რომ უკეთია და პიჯაკები აცვიაო.

მე სხვისთვის ჯიბეში ხელი არასდროს ჩამიყვია, საკუთარი შრომით ვშოულობ ყველაფერს. ერთი კეთილი ბიჭი ვარ, თან, არც მახინჯი ვარ. ამდენი გოგო რომაა ჩემ ირგვლივ, ბიჭები მწერენ, დაგვიტოვე გოგოები ჩვენც, ძმაოო, ჩემი შურთ. მე ჩემთვის ვერთობი, ცუდს არაფერს ვაკეთებ.

ზოგადად, შავი პიარი ყველაზე კარგი პიარია, აი, ეს არის ჩემი პასუხი "ჰეითზე“. ამ ეტაპზე 53 ათასი „ტიკ-ტოკ“ გამომწერი მყავს“, - ამბობს რეზი ქირია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა