თეგებით ძიება

"შეშინებული ჰყავს ამ პიროვნებას, არაფერს არ მეუბნება, დაკავებულ 50 წლამდე კაცს ცოლ-შვილი ჰყავს...“ - 13 წლის გოგოზე ძალადობის საქმის ახალი დეტალები

13 წლის გოგონა, რომელსაც მუცლის ტკივილი აწუხებდა, ფეხმძიმედაა. არასრულწლოვნის ოჯახმა გოგონას ორსულობის შესახებ კლინიკაში ბავშვის შეყვანის შემდეგ გაიგო. სკოლის მოსწავლე 14 კვირის ფეხმძიმეა და ის შვილს 50 წლამდე მამაკაცისგან ელოდება.

დედა ეჭვობს, რომ მოძალადე ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ემუქრებოდა და გოგონა სწორედ ამიტომ დუმდა. მოზარდი სპეციალური საჭიროების მქონე პირია.

"მე მგონი, რომ შეშინებული ჰყავს ამ პიროვნებას, არაფერს არ მეუბნება. რომ ვეკითხები კომაში ვარდება. ემოციური ბავშვია თვითონ. საავადმყოფოში რომ მივიყვანე, იქ პოლიცია მოვიდა“, - ამბობს არასრულწლოვნის დედა.

მამაკაცი, რომელსაც უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი, არასრულწლოვანი გოგონას მეზობელია. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, ახლა კი ბრალის დაზუსტებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. მას მეუღლე და შვილები ჰყავს, ოჯახმა საცხოვრებელი ბინა დატოვა.

მეზობელი, რომელსაც 13 წლის გოგო ძალადობაში ადანაშაულებს, ბრალდებას უარყოფს. ის უკვე შეხვდა ადვოკატს, და ამტკიცებს რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა