თეგებით ძიება

უკრაინამ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს ​ სანქციები დაუწესა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კომპანიას სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა.

შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

გარდა ამისა, პერსონალური სანქციები დაუწესდა Georgian Airways-ს დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა