თეგებით ძიება

უკრაინამ Georgian Airways-ის დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს პერსონალური სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული ავიაკომპანიის Georgian Airways-ის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს პერონალური სანქციები დაუწესა. სიაშია 189 რუსეთის და 2 ბელარუსის მოქალაქეც.

 სანქცირებულთა სიაში მოხვდა Georgian Airways-იც. 

შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა