თეგებით ძიება

"მოვუწოდებ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლონ ძალადობრივი ფაქტების წინააღმდეგ" - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს ხმა აიმაღლონ ძალადობრივი ფაქტების წინააღმდეგ.

"ვამაყობ ჩემი თანამებრძოლებით და მათი შეუპოვრობით! ადრე თუ ვიყავით მსხვერპლი, ახლა ჩვენ უნდა ვისწავლოთ თავის დაცვა. ბოლო დღეების ფაქტებმა დაგვანახა, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. 

უფრო ხშირად უნდა ვიაროთ, უფრო მეტ ხალხს უნდა შევხვდეთ და უფრო მეტნი უნდა ვიყოთ! 

მოვუწოდებ უცხო ქვეყნების საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ამ ძალადობრივი  ფაქტების და მოღალატე მთავრობის მხრიდან სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობის წინააღმდეგ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა