უკრაინაში დაღუპული მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს - ემოციური კადრები (ვიდეო)
უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
მალხაზ კვიჟინაძე ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, ის აგვისტოს ომის მონაწილეა.
ასევე 2008 წლის ომის მონაწილე იყო ჯონი ოდიშვილი. არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიჭრა, მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.