13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრადებულს, 15-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
ზუგდიდში, დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში მომხდარ შემზარავ დანაშაულში ეჭვმიტანილ 43 მამაკაცს შ.ა.-ს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს.
მას ბრალად 13 წლის მოზარდის გაუპატიურება ედება.
გოგონა 4 თვის ორსულია.
მოხდა მუხლის გადაკვალიფიცირება,სსკ-ის 140-ე მუხლიდან სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის "გ" ქცეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს.
მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.