უცნობმა პირმა პოლიციელებს ესროლა, არიან დაჭრილები - რა მოხდა საფრანგეთში?
საფრანგეთში, არეულობის დროს, უცნობმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. მძიმედ დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, - ამის შესახებ RBC-Ukraine leParisien-ზე დაყრდნობით იუწყება.
საფრანგეთში უკვე მეოთხე დღეა მასობრივი არეულობები გრძელდება 17 წლის ბიჭის დაღუპვის გამო, რომელიც საგზაო მოძრაობის კონტროლის დროს მოკლეს.
წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელმა ოთხი პოლიციელი დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე ღამით ლიონში მომიტინგეებმა პოლიციას ცეცხლგამჩენი ჭურვები დაუშინეს, სამართალდაცავებმა კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შემთხვევის შედეგად ათი პოლიციელი დაშავდა, ოთხი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.