თეგებით ძიება
01. 07. 2023 მსოფლიო

80 წლის კაცს 60 წელია არ სძინებია - შოკისმომგვრელი ისტორია, რომელმაც მსოფლიო გააოცა

უცხოური პრესის ინფორმაციით, 80 წლის ვიეტნამელმა კაცმა ძილის უნარი დაკარგა და ყოველთვის ფხიზლობს. 

ტაი ნგოკმა, ხანდაზმულმა ვიეტნამელმა თქვა, რომ მას 60 წელი არ სძინებია. უძილობა კი ახალგაზრდობაში გადატანილი ერთ-ერთი ავადმყოფობის შემდეგ დაეწყო, რა დროსაც მაღალი სიცხეები ჰქონდა.  ნგოკის მეგობრებმა და ოჯახმა დაადასტურა, რომ არასოდეს უნახავთ ის დაძინებულ მდგომარეობაში.

მამაკაცის ძილის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერც ექიმებმა იპოვეს. ამ შემთხვევაში, უძილობის მიუხედავად, მამაკაცს არ აღენიშნება დაღლილობის ან ჰალუცინაციების სიმპტომები.

ბლოგერ დრიუ ბინსკისთან ინტერვიუში ნგოკმა აღიარა, რომ არ ახსოვს ბოლოს როდის ჩაეძინა. კაცმა ენერგიის ძირითად წყაროდ „მწვანე ჩაი და ბრინჯის ღვინო“ დაასახელა. 

ასაკის მიუხედავად, მოხუცი ვიეტნამელი მაინც მუშაობს: დღისით მიწათმოქმედებას მისდევს და მინდვრებს უვლის, ღამით კი ღვინოს ამზადებს. უძილობის მიუხედავად, ჩვეულებრივ, ნგოკი დასაძინებლადაც მაინც წვება, თუმცა მის მცდელობას, როგორმე დაიძინოს ამ დრომდე სასურველი შედეგი არ მოუტანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა