ხვალ სამების საკათედრო ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ
2 ივლისს სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.