"დედაჩემს ეუბნებოდნენ, რომ გომელაური წამიყვანს, ანალიზებს ამიღებს, დაადგენენ, რომ ნარკომანი ვარ ან ფსიქიურად შეშლილი და შვილებს და ბიზნესს ჩამომართმევენ" - მარიამ კუკუნაშვილი
სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი თავის ყოფილ ქმარს და მის მეგობარ ქალს ძალადობაშია დანაშაულებს, ამასთან ის წერს რომ 3 დღეა რაც მათ შვილი მოსტაცეს.
მისი თქმით, ამ საქმეში მონაწილეობდა საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მარჯვენა, ხელი თეგა ლომთაძე.
"ამ საქმეში მონაწილეობდა გენ პროკურორი, ირაკლი შოთაძის მარჯვენა ხელი, თეგა ლომთაძე, რომელიც ორი საათის წინ, პოლიციასთან ერთად, ჩემი ყოფილი ქმრის იარაღის ამოსაღებად იყვნენ მოსული და დედაჩემს ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ მე გომელაური წამიყვანს, ანალიზებს ამიღებს, დაადგენენ რომ ნარკომანი ვარ ან ფსიქიურად შეშლილი და შვილებს და ბიზნესს ჩამომართმევენ. ან დამაწვენენ ან დამიჭრენ, მაგრამ აი რაშია საქმე მეგობრებო: მე Febin Varghese ამ კაცთან, თვეში მაქვს 25 იოგას გაკვეთილი და თანხებიც ირიცხევა შესაბამისი გარდა ამისა მე ვვარჯიშობ Levan Akhvlediani-თან, არტ დანსში კვირაში 4-5 დღე და მსოფლიო ჩემპიონატებს ვცეკვავ-ბოლო ვიცეკვე ფრანკფუტში და მსოფლიო მე 10 მოვუგეთ. რომელი ნარკომანი ვარჯიშობს ამდენს და რომელ ფსიქიურ ავადმყოფზე იღებს ფილმს ჰარვარდის ბიზნეს სკოლა? თუმცა მენტალური სტიგმა, რომ ამათი მოგონილია და ფსიქიურ ავადყოფობასაც მანიპულაციის მიზნად იყენებს სისტემა კი ხედავთ. სასამათლოში თეგა ლომთაძის წინააღმდეგ იქნება ორი მოწმე; დედაჩემი და ჩემი ოჯახის დამხმარე ქალი რომლებიც ამ საუბრებს ისმენდნენ.
ახლა კი შე მახინჯო გომელაურო და შოთაძევ მოდი და ამიღე ანალიზები", - წერს სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი.