გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე, მახსოვს, ნიკა გვარამიას ნათქვამი ჩემზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების გამო მიიღო.
"არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ეხლა დღევანდელმა მთავრობამაც... ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამიტომ მივიღე. ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული... არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.