თეგებით ძიება

სასჯელი უნდა გადაიხადოს, დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს - სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ, მიცეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადოს.

"მე მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკვე ვთქვი არაერთხელ ჩემი პოზიცია, რომელიც განპირობებული არის... რაც არ არის გვარამიას კაზუსი. განპირობებული არის იმის გამო, რომ ამ საკითხზე ნამდვილად არის ორად გაყოფილი საზოგადოება. ნამდვილად არის ის ნაწილი საზოგადოების, რომელმაც განიცადა ის 9 წელი სხვადასხვა ფორმით და კუთხით და რომლის მიმართ, მე არამგონია, რომ შემიძლია მათ მაგივრად შევიწყალო ის, რაც მოხდა იმ 9 წლის მანძილზე, თუნდაც პენიტენციურ სისტემაში, რაც ნამდვილად არ არის გვარამიას საკითხთან დაკავშირებული ამ შემთხვევაში და ამ ბრალდებებში... მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მას უნდა ჰქონდეს ის პირობები, რაც არის სხვა ქვეყნებში მიჩნეული, როგორც ნორმალური პირობები, თუნდაც ელექტრონული სამაჯური. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი უნდა გადაიხადოს და სწორედ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს ამ შემთხვევაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა