თეგებით ძიება

თავად ვთხოვე კასპის საკრებულოს აპარატის უფროსსაც, დეპუტატებსაც და მერიის სამსახურის უფროსებსაც, მისულიყვნენ და სიტუაცია განემუხტათ - კასპის მერი

კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე აცხადებს, რომ კასპში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავად სთხოვა დახმარება კასპის საკრებულოს აპარატის უფროსს, დეპუტატებსა და კასპის მერიის სამსახურის უფროსებს, რომ სიტუაცია განემუხტათ.

"გუშინ, შუადღისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ კასპში იყო ჩამოსული ლევან ხაბეიშვილი,  რომელიც გარეთ ვერ გამოდიოდა, რადგან ტერიტორიაზე, სადაც პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ, მოსახლეობა შეიკრიბა. მე რადგან არ ვიმყოფებოდი ქალაქში, თავად ვთხოვე კასპის საკრებულოს აპარატის უფროსსაც, დეპუტატებსაც და მერიის სამსახურის უფროსებსაც, ადგილზე მისულიყვნენ, ენახათ, რა სიტუაცია იყო და განემუხტათ. ფაქტობრივად, მე ვთხოვე, დახმარებოდნენ ლევან ხაბეიშვილს, რაც მან პირიქით გამოიყენა, თითქოს მის დასახმარებლად გაგზავნილი ხალხი პრობლემებს უქმნიდა, თითქოს ჩვენ ვიყავით პროვოკაციის ორგანიზატორები.

როგორც გავარკვიე, "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ადგილზე ინტერვიუებს იძლეოდნენ და მოსახლეობას ესმოდა, რომ მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო. ხაბეიშვილის ხალხს დამატებით გამოძახებული ჰყავდა თბილისიდან მხარდამჭერები, რომლებიც ჩამოვიდნენ და გაამწვავეს სიტუაცია. შეურაცხყოფას აყენებდნენ მოსახლეობას. რასაკვირველია, მოსახლეობის მხრიდანაც ადეკვატური რეაქცია იყო. ჩვენ დავუკავშირდით პოლიციას და შეიძლება, თვითონაც დაუკავშირდნენ. 

რ ვიცი, როდის დაუკავშირდნენ პოლიციას, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, პოლიცია მყისიერად მივიდა და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა. პოლიციამ გააკეთა კორდონი და გამოატარეს ხაბეიშვილი თავისი მხარდამჭერებით, ლიდერებით, ჩასვეს მანქანაში და გაისტუმრეს მშვიდობით. ჩემი აზრით, გუშინ მათ მიერ იყო დადგმული სცენარი და თავად გაუკეთეს პროვოცირება გუშინდელ შემთხვევას. საერთოდ, კასპში მათი ჩამოსვლა პროვოკაცია იყო, რადგან მოსახლეობას ახსოვს მათი მმართველობის პერიოდიც და ამ ბოლო წლებში მათი პარტიის ხელმძღვანელობის ქმედებაც", - ამბობს კასპის მერი.

ცნობისთვის, 30 ივნისს, მაშინ როცა ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კასპში პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებმა ლევან ხაბეიშვილის მანქანა დააზიანეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს, ამის შემდეგ კი თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და დააზიანეს აპარატურა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა