"მერიემის გაბუნძულება რატომ არ მინდოდა? კი აირჩია უარყოფითი როლი, მაგრამ შოუს საინტერესოს ხდიდა" - რას წერს გურამ შეროზია?
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ფინალში სამივე მონაწილეს წარმატებებს უსურვებს.
"რატომ ვუჭერ მხარს დიასას? იმიტომ, რომ ჩემი ისეთი საყვარელი გულშემატკივრები უჭერენ, რომ ამას ვერ გავატარებდი. თან პოზიტიური, მხიარული და კეთილი ბიჭია და როცა ლაივში გავიცანი ბევრად უფრო უშუალო და მეგობრული აღმოჩნდა.
ნიკას რატომ ვუჭერ? - მისგან ერთი ცუდი სიტყვაც არ გამიგია, ნიჭიერია და არტი უყვარს, ჩემიანია ბევრი რამით. არავის ებრძვის, არ არის გაშმაგებული ვინმეს გაბუნძულებაზე, ზრდილობიანია.
ირაკლის რატომ ვუჭერ მხარს? ვგავართ რაღაცებში, მშვიდია და უკონფლიქტო, პოზიტიურიც და ზრდილობიანია ისიც და სწორი და პროგრესული ხედვა აქვს.
მერიემის გაბუნძულება რატომ არ მინდოდა? კი აირჩია უარყოფითი როლი, მაგრამ შოუს საინტერესოს ხდიდა და თან თამაშობდა, თამაშის არსი ეგეცაა.
და რაც მთავარია: არ იბრძვიან ქაჯურად, არ აჰეითებენ ერთმანეთს, არ ესვრიან ტალახს. ზოგმა გაავებულმა გულშრმატკივარმა რომ მიბაძოთ არ იქნება ურიგო.
წარმატებები და გვიყურეთ ამაღამ, მეც იქ ვიქნები, ფარაონის სამოსით", - წერს გურამ შეროზია.