თეგებით ძიება

"ყველა რეისი უკან გაბრუნდება" - მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ძვირფასო მგზავრებო! მოლითი-მარელისის გადასარბენთან, სოფელ ბაბის მიმდებარედ, უხვმა ნალექმა და უამინდობამ გამოიწვია მეწყერის ჩამოწოლა. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქო ქსელი და ლიანდაგები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მოუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე.

შესაბამისად, სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

თბილისი-ბათუმი(#804)

თბილისი-ფოთი (#874)

ბათუმი-თბილისი (#801)

ბათუმი-თბილისი (#807)

ზუგდიდი-თბილისი (#869)

კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხდარის გამო, ზემოთჩამოთვლილი მიმართულებით მოძრავი მატარებლები პირველივე ახლო მდებარე სადგურებში გაჩერდებიან, რათა მგზავრებმა სურვილისამებრ შეძლონ მატარებლებიდან ჩამოსვლა. საქართველოს რკინიგზა ყველა რეისის საწყის სადგურზე დაბრუნებას უზრუნველყოფს.

სურვილისამებრ, მგზავრებს შეეძლებათ მატარებლებით საწყის სადგურებში დაბრუნება. კომპანია მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს მგზავრობის საფასურს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მატარებლების შეყოვნებები გამოწვეულია დასავლეთში არსებული უამინდობისა და უხვი ნალექის გამო,“ - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა