„დედას სიმსივნე ჰქონდა... ძალიან გვიჭირდა. ბავშვობაში აღებული ჰონორარები მისი მკურნალობისთვის გამომიყენებია“ - გიორგი ცხადაძე
მსახიობმა და მომღერალმა, გიორგი ცხადაძემ თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში „სთორი“ თავისი ბავშვობის შესახებ ისაუბრა.
„ცოტა მიჭირს ხოლმე ამაზე საუბარი... დავიბადე 1992 წელს, რთულ პერიოდში, როდესაც ყველას უჭირდა ქვეყანაში... ხონში ვცხოვრობდით... დაახლოებით 4 წლის ვიქნებოდი, როდესაც ხონიდან თბილისში გადმოვედით, ჩემი დის გამო, რადგან მაგ დროს ჩემი და სტუდენტი იყო. ჩემს მშობლებს, შეიძლება ითქვას, თავიდან მოუწიათ ცხოვრების დაწყება. გვქონდა მატერიალური პრობლემები, სიდუხჭირე... ძალიან ელემენტარული რაღაცების შეიძლებოდა გაგვჭირვებოდა, ძალლიან რთული ამბები იყო, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე უცებ დამეცა წარმატება, გადამიღეს „ერისიონის“ კლიპში, გავემგზავრე საფრანგეთში... ამან მთელი ჩემი ცხოვრება და კარიერა შექმნა, შეიძლება ითქვას... სიდუხჭირეს თან ახლდა დიდი პრობლემა, დედას მაშინ სიმსივნე ჰქონდა, საკმაოდ დიდი ოპერაცია სჭირდებოდა... ძალიან ვნერვიულობდით ამ ამბავზე... ბავშვობაში აღებული ჰონორარებით რაღაც წვლილი შევიტანე დედას მკურნალობაში, თუმცა ეს ბუნებრივია“, - თქვა გიორგიმ გადაცემაში.