თეგებით ძიება
02. 07. 2023 მსოფლიო

"მადლობა ქართველებს!" - ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ტელეგრამზე ქართულ ენაზე წერს და უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების - მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი.

ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ.

ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ.

ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში. დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ.

ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს!  

დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!, - წერს ერმაკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა