რა ვითარებაა სადგურ მარელისთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა? (ფოტოები)
სადგურ მარელისთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა და სარკინიგზო ხაზები და ლიანდაგები დააზიანა, ამ დრომდე მუშაობენ შესაბამისი ბრიგადები.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ბრიგადები სრულად მობილიზებულნი არიან და მუშაობენ მოძრაობის აღდგენაზე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოძრაობის აღდგენის ზუსტი დრო უცნობია, ამასთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, მიზანშეწონილი არა არის მგზავრთა გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე“, - ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.