მარელისთან მეწყერში მოყოლილ მამაკაცს ეძებენ
ხარაგაულში, სოფელ მარელისთან, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა, მაშველები ხანდაზმულ მამაკაცს ეძებენ. „ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, კაცი მეწყერმა მოიყოლა.
სამძებრო სამაშველო სამუშაოებში დილიდან კინოლოგებიც არიან ჩართული, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
დაკარგული მამაკაცის შვილი ამბობს, რომ პენსიონერი საღამოს საათებში დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, რა დროსაც მთა ჩამოიშალა და კაცი მეწყერმა მოიყოლა.
„ინფო იმერეთის“ ცნობით, შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს.
პარალელურად შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, რადგან ჩამოწოლილმა მეწყერმა რკინიგზის ქსელი დააზიანა.
წყარო: „ინფო იმერეთი“