როდის აღდგება დასავლეთის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა?
დასავლეთის მიმართულებით სარკინიგზო მოძრაობა დროებით შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი ხარაგაულთან მდებარე სადგურ მარელისში მეწყერი ჩამოწოლა გახდა.
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ყველა მგზავრი საწყის რეისზე დაბრუნდა და მათ მგზავრობის საფასური აუნაზღაურდათ.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის აღდგება სარკინიგზო მოძრაობა.