თეგებით ძიება

"ბოდიშს ვუხდი ხალხს, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს" - საბა ხვადაგიანისა და გიორგი გაგუას პირველი კომენტარი დამარცხების შემდეგ

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების ისრაელთან დამარცხების შემდეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა, გი­ორ­გი გა­გუ­ამ და საბა ხვა­და­გი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტე­ბი გამოაქვეყნეს.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ჭებს და მთლი­ა­ნად სტაფს, გუნდს, მათ ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თეს, მად­ლო­ბა ამის­თვის. მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლებ­თა­ნაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­ვა­ტა­რეთ. მაგ­რე­ბი ხართ, თქვენ გა­რე­შე და ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის გა­რე­შე ამ­დენს ვერ გა­ვა­კე­თებ­დით.

ბო­დიშს ვუხ­დი ჩემს ბი­ჭებს და ხალ­ხს, დღეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე მაქვს და ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ თავს. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, მად­ლო­ბა ყვე­ლას", დაწერა საბა ხვადაგიანმა.

„პირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და მად­ლო­ბით და­ვი­წყო! დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ქო­მაგს, რო­მე­ლიც ტრი­ბუ­ნი­დან ან ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან გვქო­მა­გობ­და. ერ­თად დიდი ის­ტო­რია დავ­წე­რეთ, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ვერ მი­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ მჯე­რა, რომ კი­დევ ბევ­რჯერ გა­ვა­ხა­რებთ ქარ­თველ ქო­მაგს.

მად­ლო­ბა სტაფ­სა და ბი­ჭებს თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვი­სა და გვერ­დში დგო­მის­თვის. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა თა­ნად­გო­მის­თვის და გამ­ხნე­ვე­ბის­თვის. დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევთ, რომ ჩემი შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­რო და უფრო ძლი­ე­რი დავ­ბრუნ­დე. მად­ლო­ბა დიდი! სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ხართ!“ - დაწერა გიორგი გაგუამ.

წყარო: „ნიუსლაინი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა