თეგებით ძიება

ვინ არის კაცი, რომელიც მარელისთან მეწყერმა მოიყოლა?

ხარაგაულში, სოფელ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი კაცი დარაჯად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი 72 წლისაა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ დროისთვის, როდესაც მეწყერი ჩამოწვა, სამუშაო საათები უკვე დასრულებული იყო. 

„სამუშაო საათები დამთავრებული იყო და გასული უნდა ყოფილიყო. მამაკაცია მგონი. ადგილობრივი, ყარაულად მუშაობდა. საქონელი ამოდიოდა ხოლმე აქ და შეიძლება მათაც ეძებდა. არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით“,- ამბობენ ადგილობრივები „რუსთავი 2“-თან. 

ცნობისთვის, ხარაგაულში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა და ლიანდაგები დააზიანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა