როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - უახლესი ინფორმაცია
მსახიობ, სოსო ჯაჭვლიანი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მეგობარი, პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე საუბრობს.
როგორც იგი ამბობს, სოსოს მდგომარეობა თურქეთში გამგზავრების შემდეგ გაუმჯობესდა.
„გუშინ ვესაუბრე ბოლოს. კლინიკაში მკურნალობის კურსი ეფექტიანად მიდის. ინტოქსიკაციები, ცუდი შეგრძნებები ჰქონდა ბევრად დიდი ვიდრე ახლა. აქ როცა იკეთებდა ქიმიოთერაპიას, ბევრად ცუდად გრძნობდა თავს. საკვებსაც ვერ იღებდა. ახლა კვებაც მოახერხა, დინამიკა არის პოზიტიური. თვითონაც სოსოც და მეუღლეც უფრო მშვიდად არიან“, - თქვა დავით ლორთქიფანიძემ.