მე და ნიკოლოზი ერთად ვცხოვრობთ თავის და ჩემს შვილებთან ერთად - რას ამბობს სალომე უშხვანი?
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილემ, სალომე უშხვანმა მისი და ნიკოლოზ ქართველის ურთიერთობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ისინი ერთად ცხოვრობენ.
„პროექტში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა რეალური აღმოჩნდა. მე და ნიკოლოზი ერთად ვცხოვრობთ თავის და ჩემს შვილებთან ერთად.
ძალიან რთული იყო, მაგრამ გვერდით ისეთი ხალხი დამიდგა, რომელმაც შეძლო რეალობის გარჩევა, დაინახეს ჩემი სიმართლე. ერთადერთი გული მწყდება იმაზე, რომ პროექტში ვიბრძოდი დამემტკიცებინა და არავინ მიჯერებდა. გამოვედი ისტერიკა ქალად, რომელსაც რაღაცები ეჩვენება და რაღაცის ნიადაგზე შოუს დგამს.
ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ ვისაც ჩვენი გრძნობების, ჩვენი წყვილის სჯეროდა და ეს ყველაფერი რეალობა აღმოჩნდა. ეს რომ დავამტკიცე და პროექტის შემდეგ ხალხი გაწბილებული არ დავტოვეთ, ეს მეამაყება.
ვამბობ და კიდევ ვიტყვი, რომ მე ერთი წუთითაც არ მითამაშია პროექტში, შეიძლება, ეს მინუსიცაა. შეიძლება, მე ვერ აღვიქვი ფორმატი პროექტის, ყოველ შემთხვევაში, ასე გამოვიდა,“ - ამბობს სალომე.
წყარო: „პრაიმტაიმი“