თეგებით ძიება
02. 07. 2023 მსოფლიო

არავაქცინირებულ ადამიანებს ცხოვრებას გავურთულებ - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არავაქცინირებულ მოქალაქეებს ცხოვრებას გაურთულებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

„ნამდვილად მინდა, რომ ისინი შეწუხდნენ და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ბოლომდე“, - განაცხადა მაკრონმა.

Le Parisien-თან მიცემულ ინტერვიუში, მაკრონი ამბობს, რომ აუცრელებს ძალით არ აცრის, თუმცა მათ წვდომას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ობიექტებზე მინიმუმამდე შეამცირებს.

„მე არ გავგზავნი არავაქცინირებულ ადამიანებს ციხეში. მათ უნდა ვუთხრა, 15 იანვრიდან ვეღარ შეძლებენ რესტორანში წასვლას ყავის დასალევად, ვერ წავლენ კინოსა და თეატრში“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

წყარო: „სფეისნიუსი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა