„გავრცელდა არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია“ - „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.
„მედიით გავრცელდა არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს სოფელ მარელისში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გარდაცვლილი ადამიანი - საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია.
საპასუხოდ განვმარტავთ, რომ ინფორმაცია არასწორია და მამაკაცი, რომლის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არ არის საქართველოს რკინიგზის თანამშრომელი"- ნათქვამია განცხადებაში.