საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და მსახიობი, თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თენგიზ მუშკუდიანი საქართველოს სახალხო არტისტი და უმაღლესი ჯილდოს – „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი იყო.
იგი მონაწილეობდა ფილმებში – „დიდოსტატის მარჯვენა“ და „აბეზარა“, ქართული ოპერის ისტორიაში, არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა.