ზელენსკი ოდესაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის ოლექსი ნეიჟპაპას მოხსენება შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების, სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საზღვაო დრონების პროგრამისა და სარაკეტო პროგრამის განვითარების შუალედური შედეგები და პერსპექტივები.