თეგებით ძიება

„საქართველოს ყველა ნაკრების პრობლემა ისაა, რომ მწვრთნელებს თავად არ სჯერათ ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობების“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ქართული ფეხბურთის შესახებ წერს.

„საქართველოს ყველა ნაკრების პრობლემა ისაა, რომ ჰყავს მწვრთნელები, რომელთაც თავად არ სჯერათ ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობების და ამით ამართლებენ, მაგალითად თამაშების ყოველთვის მეორე ნომრად დაწყებას. 

დაახლოებით იგივე ამბავია ქართველ გულშემატკივრებშიც. მწვრთნელებიც და გულშემატკივრებიც ერთხმად გაიძახიან: შენ იცი, 90 წუთი შეტევაში თამაშს როგორი ფიზიკური მომზადება ჭირდება? იმათი ფეხბურთელები ჰოლანდიის და ბელგიის ჩემპიონატებში თამაშობენ, ჩვენები კიდევ საქართველოს პირველობაზე და ვერ გაქაჩავენ, რატომ ითხოვ თავიდანვე პირველ ნომრად თამაშს?

არადა გუშინ ბიჭებმა 120 წუთი გაქაჩეს. 90 კი არა, - 120 და კიდევ რომ გაგრძელებულიყო, კიდევ გაქაჩავდნენ. იქნებ, ამის მერე მაინც მორჩეს ეს პარაჟენცული მიდგომა, რომ ჩვენს ფეხურთელებს 90 წუთი შეტევა არ შეუძლიათ. მაშინ საერთოდ რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს?“ - წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა