თეგებით ძიება

„გიჟური“ ქცევები, რომლებიც ინტროვერტებს ახასიათებთ

ინტროვერტებისთვის მახასიათებელი „გიჟური“ ქცევები, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ და დააფასოთ მათი შეხედულებები:

  • ისინი უცნაურ შვებას გრძნობენ, როდესაც ვინმე მათ გეგმებს დროებით შეაჩერებს, რადგან ადამიანებთან ყოფნის შემდეგ ინტროვერტებს ხშირად ესაჭიროებათ დრო განტვირთვისთვის. მათ უყვართ ადამიანებთან დროის გატარება, თუმცა მხოლოდ ზომიერად. 

  • ინტროვერტები თავს არიდებენ ზედმეტად მოლაპარაკე ადამიანებს, ასევე მათ ხშირად უჭირთ უცნობებთან საუბარი.

  • ინტროვერტებს ურჩევნიათ წიგნების კითხვა ან ფილმების ყურება, ვიდრე წვეულებებზე სიარული. წვეულებებზე ისინი ვერ ისვენებენ და ვერ იღებენ სიამოვნებას, რადგან მუდმივად ადამიანების გარემოცვაში არიან.

  • ინტროვერტებს ხშირად უჭირთ თვალით კონტაქტი, რადგან გრძნობენ, რომ მათ უყურებენ. ასევე ჰგონიათ, რომ მათ აკრიტიკებენ ან უბრალოდ განიხილავენ.

  • ინტროვერტები შეიძლება მორცხვები ან გულგრილები ჩანდნენ იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ კარგად არ იცნობს. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი ხშირად უფრო კომფორტულად უსმენენ, ვიდრე ლაპარაკობენ. ისინი თავშეკავებულნი არიან სოციალურ სიტუაციებში, რადგან დრო სჭირდებათ ადამიანებთან ადაპტირებისთვის.

  • ინტროვერტებს ხშირად ურჩევნიათ იზოლირებულად იმუშაონ, რადგან ამგვარად უკეთესად ფოკუსირდებიან და უფრო პროდუქტიულები არიან. მათ ასევე უადვილდებათ თავიანთი იდეების გადმოცემა, რომლებსაც სხვები არ წყვეტენ.

  • ადამიანებთან ყოფნის შემდეგ ინტროვერტებს ბევრი დრო სჭირდებათ ენერგიის აღსადგენად. ამგვარ განტვირთვას ისინი კითხვით, მუსიკის მოსმენით ან უბრალოდ სახლში დასვენებით ახერხებენ.

  • ინტროვერტებს შეიძლება არასწორად გაუგონ ექსტრავერტებმა. ექსტრავერტებსა და ინტროვერტებს სამყაროსთან ურთიერთობის განსხვავებული გზები აქვთ. ექსტრავერტები ენერგიით ივსებიან ადამიანებთან ყოფნით, ხოლო ინტროვერტები - იფიტებიან, რის გამოც ადამიანთა ორ კატეგორიას შორის შეიძლება გაუგებრობები მოჰყვეს.

    წყარო: https://www.quora.com/ 


    თეგები


    მსგავსი სიახლეები

    რეკომენდირებულია თქვენთვის

    ყველა

    აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

    ყველა