3 ივლისს დაგეგმილი რეისების ნაწილი გაუქმდა - „საქართველოს რკინიგზა“
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, 3 ივლისს რეისების ნაწილი გაუქმდა.
„ძვირფასო მგზავრებო! სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
#806 თბილისი-ბათუმი 06:30
#805 ბათუმი-თბილისი 14:30
#802 თბილისი-ბათუმი 08:00
#803 ბათუმი-თბილისი 08:10
#808 თბილისი-ბათუმი 10:35
#870 თბილისი-ზუგდიდი 08:40
#12 თბილისი-ოზურგეთი 08:50
#18 თბილისი-ქუთაისი 08:50
#873 ფოთი-თბილისი 07:20
#11 ოზურგეთი-თბილისი 09:00
#17 ქუთაისი-თბილისი 12:25
საგარეუბნო მატარებლები:
#6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50
#6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50
სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, - წერს „საქართველოს რკინიგზა“.