„როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო“ - ვისზე წერს ნიკა გვარამია?
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
„ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.
რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი - გინდა ასე შეხედე, გინდა ისე“, - წერს ნიკა გვარამია.