თეგებით ძიება
02. 07. 2023 მსოფლიო

საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების გამო, მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტი გადადო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, მაკრონის ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტი კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო.

„სახელმწიფო ვიზიტი არის მეგობრობის ვიზიტი, წმინდა ცერემონიალი, უკეთესი დრო იქნება ამის გასაკეთებლად. ახლა ფრანგები ვერ გაიგებდნენ გერმანიაში რომ წასულიყო. ეს დღეები პარიზისთვის მნიშვნელოვანია“, – განუცხადა მაკრონის თანაშემწემ „როიტერს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა