რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებე, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, მას თირკმელების პრობლემები გაურთულდა და დიალიზიც ვეღარ შველის.
გუშინ კადიროვის შვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და მამას ღვთის წყალობა უსურვა, თუმცა მისი ჯანმრთელობის შესახებ კონკრეტული არაფერი უთქვამს.