თეგებით ძიება

ხარაგაულში, მეწყერში მოყოლილი კაცი დაღუპული იპოვეს

მაშველებმა, ხარაგაულის სოფელ მარელისში, მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს.

72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და კინოლოგები იყვნენ ჩართული.

არსებული ინფორმაციით, მწყემსი 1 ივლისის ღამეს დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, როცა მიწა ჩამოიშალა და მოიყოლა.

მეწყრული პროცესების შედეგად მიწის მასა ჩავიდა ლიანდაგებზეც, რის გამოც სარკინიგზო გადაადგილება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა