საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 00:19 საათზე დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ნინოწმინდის აღმოსავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებაში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე მაგნიტუდით 2.9 მაგნიტუდა (ML) იყო.