ძალიან ბევრი საცდურია ახალგაზრდებისთვის, საჭიროა თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციაა საჭირო.
"მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენ ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში, დღეს, ბუნებრივია საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა.
ამ პროცესში, ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო", - თქვა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ჯარის ბანაკის" გახსნაზე.