თეგებით ძიება

აბები ვარჯიშის ნაცვლად - მეცნიერების ახალი კვლევა

უცხოური მედიის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც, ფიზიკური აქტივობის გარეშე,  ვარჯიშის ეფექტი ექნება.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის (ANU) მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ გამოავლინეს მოლეკულური სიგნალი, რომელიც ვარჯიშის შემდეგ ეგზავნება ჩვენს ტვინსა და თვალებს. უფრო კონკრეტულად, ეს სიგნალები ლიპიდური ნაწილაკების მეშვეობით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადადის.

„ეს არსებითად მნიშვნელოვანი იქნება მათთვის ვისაც ვარჯიში არ შეუძლია", - განაცხადა რიკარდო ნატოლიმ, Clear Vision Research-ის ხელმძღვანელმა და კვლევის თანაავტორმა.

გუნდს თავდაპირველად სურდა ვარჯიშის ეფექტი ბადურაზე გამოეცადა. მკვლევრებმა იცოდნენ, რომ ვარჯიში მხედველობისთვის სასარგებლოა, თუმცა, მათ არ ესმოდათ ამის სრული ეფექტი.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვარჯიშის სარგებელი ბევრად აღემატება იმას, რაც აქამდე იყო ცნობილი. ბადურაზე ვარჯიშის ეფექტი დიდად არ იყო შესწავლილი", - ამბობენ მკვლევრები.

ახლა მათ სურთ ამ კვლევის საფუძველზე შექმნან მკურნალობისა და თერაპიების მეთოდები, მათთვის ვისაც ნევროლოგიური დაავადებები აწუხებს. ეს ასევე სასარგებლო იქნება პარაპლეგიის (ზედა ან ქვედა ორივე კიდურის დამბლა) მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ გამოიყენონ კიდურები ვარჯიშისთვის.

შესაბამისად, მსგავსი ინოვაცია ზარმაცების გარდა, შეიძლება წარმოუდგენლად სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა