თეგებით ძიება

ვინ არის მეწყერში მოყოლილი მამაკაცი, რომლის ცხედარიც ხარაგაულში იპოვეს?

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხარაგაულში, სოფელ, მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

დაღუპული 72 წლის, იური ხუნდაძეა.

"ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში ფერდობიდან ცენტრალური სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი.

მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, მწყემსი 1 ივლისის ღამეს დაკარგულ პირუტყვს ეძებდა, როცა მიწა ჩამოიშალა და მოიყოლა. მეწყერმა დააზიანა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა