თეგებით ძიება

სკოლებში შევიტანეთ სამხედრო სწავლება, ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა... - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე საზოგადოების განვითარებაში ჯარის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ჩართულობა არა მხოლოდ სკოლებიდან, არამედ ბაღებშიც უნდა იქნას შეტანილი სამხედრო სწავლება.

„ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარებაში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების თავიდანვე ჩართულობა სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია შევიტანოთ, რომ ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში.

თავად გაიგონ, თუ როგორ იმართება ჯარი. გექნებათ უნიკალური შანსი, გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მონაწილეობა მიიღოთ. ამით ხელს შევუწყობთ ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. პირადად შეხვდებით ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არამხოლოდ წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ აწმყოში. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და ბუნებრივია საქართველო ამ გლობალიზაციის ნაწილია, ძალიან ბევრი საცდურია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში ჩვენი, სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო. ვინაიდან, თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროს როლი და ჩართულობა.

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. ჩვენ სკოლებში შევიტანეთ სამხედრო სწავლება „თავდაცვა და უსაფრთხოება“, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრი მოსწავლისგან გადმოცემით ვიცი, რომ იზრდება ინტერესი. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში, ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა“,- აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა