600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, აღარ კვდება - ირაკლი კობახიძე
600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების თაობაზე საპროტესტო აქციებს არავითარი ფასი არ ექნება.
„თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს, ეს არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, არ ვიცი, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება“ , - განაცხადა კობახიძემ.