„კულტურის სამინისტრო აპირებს „ცისფერი მთების” ჩვენების და „ცისფერი ტრიოს” სიმღერების აკრძალვას, როგორც ლგბტ პროპაგანდის შემცველს“ - რომან გოცირიძე
დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
„კულტურის სამინისტრო აპირებს „ცისფერი მთების” ჩვენების და „ცისფერი ტრიოს” სიმღერების გავრცელების აკრძალვას, როგორც ლგბტ პროპაგანდის შემცველს. შარლ პეროს ზღაპრების ფსიქოანალიტიკური ანალაზი დაევალა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს და განათლების სამინისტო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. საუბარია აგრეთვე “ჰარი პოტერის” აკრძალვაზე, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე გაიმართა და გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ელოდებიან მითითებას საპატრიარქოდან.
ეს არის ანტდისკრიმინაციული კანონის მოთხოვნების დარღვევა და ამ გადაწყვეტილებებს აუცილებლად გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
ინფორმაციის წყარო “ქართული ოცნების” დეპუტატია და მისი თხოვნის გამო გვარს არ დავასახელებ, არც სახელს“, - წერს გოცირიძე.